რეზონანსი
05.11.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ერთგულია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და პირველადი საჭიროების სერვისების განახლების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბლინკენმა და აბასმა დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის მცდელობები განიხილეს, მათ შორის "პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეჩერების და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა".

მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის ღირსების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანაბარი ზომების განხორციელების მიმართ ერთგული რჩება.

ბლინკენმა ასევე გამოხატა აშშ-ის ვალდებულება იმუშაოს „პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზების მიზნით".

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×