რეზონანსი
05.11.2023

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ მომავალი პარლამენტი უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი და არა ვიწრო მილიონერთა კლუბის.

„მას შემდეგ, რაც ათასობით თანამოაზრეს შევხვდები, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილებას გავაცნობ საზოგადოებას მედიის მეშვეობით. მომავალი პარლამენტი უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი. თითოეული დეპუტატი ქართველი ხალხის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და არა ვიწრო მილიონერთა კლუბის, ეს ნამდვილად ვიცი", - აღნიშნა მელიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" პატიმარი სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც ღიად თქვა, რომ პარტიაში ახალი სახეებია საჭირო, ისევ განხილვის მთავარი თემაა. ნაწილი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მსჯავრდებული სააკაშვილის ეს მოწოდება, დიდ დაპირისპირებაში გადაიზრდება, ნაწილს, კი პირიქით, პარლამენტში მოხვედრის იმედი უჩნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×