რეზონანსი
05.11.2023

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ვალდებულია „გადაარჩინოს პალესტინელები ისრაელის ჩაგვრისგან".

„ჩვენი მოვალეობაა, შევაჩეროთ სისხლისღვრა ღაზაში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს. ჩვენ ვაკეთებთ და გავაგრძელებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ეს ჩანს. თურქეთი არასდროს დატოვებს თავის ძმებსა და დებს ღაზაში. ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა, გამოვააშკარაოთ ამ ამორალური, არაკეთილსინდისიერი და საზიზღარი ხოცვა-ჟლეტის მხარდამჭერთა დანაშაულები ღაზაში", - განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის კატასტროფული მდგომარეობა აქვთ, რადგან ისრაელი კრძალავს საწვავის შეტანას ღაზაში, რის გამოც ბევრი საავადმყოფო ვერ ფუნქციონირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×