რეზონანსი
05.11.2023

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს უფროსმა მრჩეველმა მარკ რეგევმა ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რეგევმა აღნიშნა, რომ ისრაელი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებისთვის მზად არის, თუმცა ეს „ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებას უნდა ითვალისწინებდეს. მან ასევე გააკეთა კომენტარი „ჰამასის" განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 60 მძევალი დაიღუპა.

„ამის დადასტურება არ შემიძლია. ვფიქრობ, ეს „ჰამასის" ფსიქოლოგიური პროპაგანდის ნაწილია. უნდათ რომ მათ აღარ დავარტყათ, ამიტომ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ხალხს ვკლავთ. უნდათ, რომ ამის გვჯეროდეს", - განაცხადა მან.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×