რეზონანსი
05.11.2023

თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა ავიაბაზა ინჯირლიკზე შეჭრა სცადეს, რომელზეც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებია დისლოცირებული. ამის შესახებ სააგენტო DHA და ტელეკომპანია NTV იტყობინებიან.

მათი ცნობით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ჰუმანიტარული ფონდი იყო. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, თუმცა სხვა ადგილას უნდა გამართულიყო. ამის გამო პოლიციელებმა ბაზასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. როდესაც დემონსტრანტებმა ბაზაზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ მათ დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენა.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი" ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ „ცაჰალმა" ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×