რეზონანსი
05.11.2023

„ჰამასის“ მიერ გატაცებული და გათავისუფლებული იოხევედ ლიფშიცის შვილიშვილს, ანა ლიფშიცს შეხვდა. ის ამბობს, რომ მისი ბებია ამ დრომდე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

„ძალიან ბევრი ბავშვი ცოცხლად დაწვეს, ხელებს აჭრიდნენ, ფეხებს. აუპატიურებდნენ 15 წლის ბავშვებს. როგორც ბებია ჰყვება, ჯერ მოტოციკლეტზე დააწვინეს და ღაზის სექტორამდე მოტოციკლეტით მივიდნენ. მერე იქ ჩამოსვეს მოტოციკლეტიდან და ფეხით ატარეს ძალიან ბევრი კილომეტრი ფეხშიშველი, თან ჯოხებით, წიხლებით სცემდნენ. 25 ადამიანი იყვნენ. მერე მივიდნენ გვირაბთან, სადაც ჩაიყვანეს. იქ უკვე გადაანაწილეს ეს 25 კაცი 5-5 კაცად ოთახებში.

ახლაც ფსიქოლოგიურად ცუდადაა. ფსიქოლოგი მუშაობს მასთან. ძალიან განიცდის, განიცდის ბაბუას გამო, რომელიც არ ვიცით სადაა, იმიტომ რომ ბოლოს ნახა ჩვენი კიბუცის შესასვლელთან, ძირს იწვა, ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი, ხელში იყო დაჭრილი. მაგრამ რადგანაც ჩვენმა ჯარმა ვერ ნახა ცხედარი, ვფიქრობ, რომ ღაზაში გადაიყვანეს ბაბუაც. არ ვიცით, როგორ არის. იმედია, ცოცხალია. ბებიას თქმით, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ყველა ადამიანი, იმიტომ რომ ასეთ პირობებში ვეღარავინ გაძლებს“, - ამბობს ლიფშიცი.

ანას ბებია და ბაბუა ტერორისტებმა ღაზაში ცალ-ცალკე წაიყვანეს. „ჰამასის“ ბუნკერებში მათ ერთმანეთი არ უნახავთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×