რეზონანსი
05.11.2023

ზელენსკის მიერ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შემდეგ, აქტუალური გახდა ეს საკითხი ჩვენთვისაც, ასევე მოლდოვისთვის. ჩვენ გვქონდა მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება განაცხადის შეტანის თაობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„თავიდანვე ვფიქრობდით იმაზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გარკვეულ რისკებთან ყოფილიყო დაკავშირებული და მათ შორის რისკი იყო იმაში, რაც მოხდა, რომ ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველოს არა და ამ საკითხზე დაყრდნობით, მაშინ გახსოვთ, ივნისში რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციის მოწყობა სცადა. თემა, რომელიც გაერთიანების საფუძველი უნდა გამხდარიყო, გახდა პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო გახლეჩის საფუძველი. ამისთვის ისინი ქმნიდნენ ჭარბ მოლოდინებს, გახსოვთ საუბრობდნენ მილიარდობით დოლარზე, რომელიც გამოიყოფოდა საქართველოსთვის სტატუსის მიღების შემდეგ, საუბრობდნენ იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა და ა.შ.“, - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×