რეზონანსი
05.11.2023

პოლიტიკურ პოლარიზაციას მარტო საქართველოს მთავრობა ან მმართველი გუნდი ვერ დაასრულებს. ამის პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანდიდატის სტატუსზე და 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა.

„სამწუხაროდ დღეს პასუხისმგებლობის ნაკლებობა არის ჩვენს ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ისინი ამას უყურებენ საკუთარი პოლიტიკური პრიზმიდან, ქვეყნის ნებისმიერი წარმატება მიაჩნიათ საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის საფრთხის შემქმნელად. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

მთავარს ნახავენ ჩვენი პარტნიორები, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველომ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა, იმისთვის რომ შეგვესრულებინა პირობები. შესრულებაც შეფასებადია. ზოგიერთი კანონი იყო მიღებული, რომელსაც პრაქტიკული კონვერტირება სჭირდება სამართლებრივ სივრცეში. ეს დროს ითხოვს და ძალისხმევის გაგრძელებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები შესაბამისად შეაფასებენ ჩვენ მიერ გაწეულ საქმეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×