რეზონანსი
05.11.2023

რას ითვალისწინებს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც ორ ნათლიაზე მეტს კრძალავს. ამ საკითხით „იმედის კვირა“ დაინტერესდა და კითხვებზე პასუხების მისაღებად დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილს მიმართა. მან ნათლიის ისტორიულ როლსა და სინოდის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

მან ასევე განმარტა როდის ამოქმედდება სინოდის განჩინება და ძალაში რჩება თუ არა იმ ადამიანების ნათლიების ფუნქცია, რომლებსაც 2-ზე მეტი ნათლია ჰყავთ.

„სინოდის წევრებისგან და პატრიარქისგანაც არის კურთხევა, რომ ვისაც უკვე ჩანიშნული ჰქონდა ნათლობა ან უკვე დაგეგმილი ჰქონდა სინოდის განჩინების შემდეგ უახლოეს მომავალში ნათლობები, გამონაკლისი არის დაშვებული. თუ შეზღუდავენ [ნათლიების რაოდენობას], კარგია. თუ არა, ეს გამონაკლისი დაშვებულია უახლოესი 1, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

კითხვა გაჩნდა იმაზე, ვისაც უკვე ჰყავს მრავალი ნათლია - 5, 7 ან უფრო მეტი, დაკარგა თუ არა იმ ნათლიების ფუნქციამ ძალა. რა თქმა უნდა, ძალა არ დაუკარგია. ეს ყველაფერი ძალაშია. ეს ნორმა დანერგილი იქნება სინოდის განჩინების შემდეგ“, - განმარტა დეკანოზმა.

წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში ნათქვამია, რომ ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა კი ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×