რეზონანსი
05.11.2023

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს შემდეგ მერყევ შტატებში უსწრებს: ნევადა (11%-ით), მიჩიგანი (5%-ით), ჯორჯია (6%-ით), პენსილვანია (4%-ით), არიზონა (5%-ით), ხოლო უისკონსინის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს.

როგორც გაზეთი The New York Times-ი იუწყება, მერყევ შტატებში, ამომრჩევლები აცხადებენ, რომ ტრამპს უფრო ენდობიან, ვიდრე ბაიდენს ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და მიგრაციის საკითხებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×