რეზონანსი
05.11.2023

საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება. ჩვენი ქვეყანა ათობით ათასი რუსი მიგრანტისთვის თავშესაფარად გადაიქცა.

2022 წლის მონაცემებით საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 70 000-მდე აქ გრძელვადიანი პერიოდით დარჩა, მათგან 3000-ზე მეტმა კი მოქალაქეობა უკვე მიიღო. 2023 წლის მონაცემები ჯერ დათვლილი არაა, მაგრამ სავარაუდოა, რომ ციფრები დრამატულად იქნება გაზრდილი. რატომ - რუსეთში სულ უფრო მეტი ხვდება იმას, რომ უკრაინაში წამოწყებული ომი დიდხანს გაგარძლდება და რუსეთისთვის სულაც არ დამთავრდება კარგად.

ერთია რომ მიგრანტების ნაწილი მართლაც შეიძლება გაურბოდეს პუტინის სისხლიან რეპრესიებს და უკრაინაში წამოწყებული ომს, მაგრამ მათი ნაწილი არც მალავს ოცნებას დიდი საბჭოეთის იმპერიის აღდგენის შესახებ.

ახალი ცვლილებების მიხედვით, უწყვეტად ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება უკვე მოქალაქეობის მიღების საფუძველი ხდება, რამაც შესაძლოა ძალიან მალე ქვეყანაში ახალი მოქალაქეების ის ფენა გააჩინოს, რომელიც ერთი მხრივ "ქართული ოცნების" მადლიერი იქნება, რომ შეიფარეს, მეორე მხრივ რუსულ ენაზე მოლაპარაკე და რუსეთის ყოფილი მოქალაქეების დაცვის მოტოვით, კრემლსაც ახალ-ახალი პროვოკაციის საბაბს მისცემს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×