რეზონანსი
06.11.2023

დეკანოიძე იქნება, გოცირიძე თუ სხვა, აღიარებენ, რომ დღეს „ნაცმოძრაობაში“ ერთობა გამორიცხულია, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენ 2024 წელს უფრო უკეთეს ოპოზიციას მივიღებთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, ბელადის მავზოლეუმში ხალხის რაოდენობამ არ გაამართლა, მიხეილ სააკაშვილი ამით კმაყოფილი არ არის და ახლა ახალი ინტრიგა შემოაგდო და თქვა, რომ პარლამენტში ვინც „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები ხართ, დაისვენეთ, მომავალ პარლამენტში თქვენ აღარ იქნებითო. ამან კიდევ ერთხელ აურზაური გამოიწვია – ვინაიდან მელიას არ დაუჯერეთ პარლამენტიდან არ გადიხართ, შემდეგ პარლამენტში მე არ მოგახვედრებთო.

ეს არის „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე, რადგან სააკაშვილი თავს ბელადად გრძნობს და ჰგონია, რომ ლიდერია, მაგრამ ამ დროს არაფორმალური მმართველები – კეზერაშვილი, მერაბიშვილი არსებობენ, რასაც ხაბეიშვილი და მელია აღიარებენ. დეკანოიძე იქნება, გოცირიძე თუ სხვა, აღიარებენ, რომ დღეს „ნაცმოძრაობაში“ ერთობა გამორიცხულია, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენ 2024 წელს უფრო უკეთეს ოპოზიციას მივიღებთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×