რეზონანსი
06.11.2023

აუტიზმის მქონე ბავშვები თერაპიების გარეშე არიან დარჩენილი, მშობლები შველას ითხოვენ.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გამოყოფილი შენობა სამი თვის წინ დაიხურა. ობიექტი ავარიული იყო,  არადა აუტიზმის მქონე არასრულწლოვანებისთვის ქცევითი თერაპიების კურსი გადაუდებელი საჭიროებაა.

მშობლების თქმით, მათი შვილები ვერ იღებენ მათთვის აუცილებელ სერვისებს - ვერ უტარდებათ თერაპიები და ამის გამო, სახეზეა რეგრესი.

სულ გვპირდებიან, რომ აი, მომავალ კვირას გაიმართება შეხვედრა, ორი კვირის შემდეგ გაიმართება შეხვედრა და ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ოფიციალური პირებისგან. საზაფხულო არდადეგების შემდეგ, თითქმის 3 თვე გავიდა და ბავშვები არიან ამ თერაპიების გარეშე, რომლებიც ჰაერივით სჭირდებათ მათ. ჩემი შვილის, მათ შორის სხვა ბავშვების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ეწყებათ ობსესიები, ქცევითი სირთულე, თვითდაზიანება, ოჯახის წევრთა დაზიანება და ა.შ.", - აცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მარი კორკოტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×