რეზონანსი
06.11.2023

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლების ნაწილის დროებით გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„საელჩო აგრძელებს ძირითადი სამუშაოს შესრულებას, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეების მომსახურებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში არსებული დაძაბული ვითარებაა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში საგარეო უწყებამ ბრიტანელ მოქალაქეებს ურჩია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტთან დაკავშირებული რისკების გამო, ლიბანში არ გამგზავრებულიყვნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×