რეზონანსი
06.11.2023

რუმინეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი მარშრუტი განიხილეს.

როგორც ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენეციაზე რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლუმინიცა ოდობესკუმ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საშუალებას იძლევა, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან პროდუქტების ახალი ნაკადები მოიზიდოს.

„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მიერ ძალისხმევის დაჩქარება, რათა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი „შავი ზღვა-კასპიის ზღვა“ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. ეს არის ინიციატივა, რომლის განვითარებაზეც საქართველოსთან და თურქმენეთთან ერთად ვმუშაობთ. ის საშუალებას მოგვცემს, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და წყნარი ოკეანის რეგიონიდან ტვირთების ახალი ნაკადების მოზიდვა მოხდეს, ხოლო ჩვენი პორტები შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში გადავაქციოთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ცენტრებად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღერძზე“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×