რეზონანსი
06.11.2023

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ და იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია - სააკაშვილს რა ბერკეტები რჩება, რომ საპასუხოდ ისინი სიიდან ამოიღოს, გაუგებარია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ნავიგაცია აქვს დაკარგული და ის დაშლის ბოლო ფაზაშია.

„მიხეილ სააკაშვილი ნაწილობრივ იყო იზოლაციაში, როდესაც საზღვარგარეთ იყო. დღესაც პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ. იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია. პოლიტიკური რეალობა განსხვავებულია. ფაქტია, რომ ჩამოაცილეს პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობას, ლიდერობას. თავადაც ვერ დაამტკიცა, რომ გუნდის ნამდვილი ლიდერია. ამაზე ბევრი არგუმენტები ჰქონდათ მისივე თანაგუნდელებს. დღეს არეული აქვთ სიტუაცია. ეს დიდ სურათში უნდა დავინახოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ბოლო ფაზაშია და ეს არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მომდევნო არჩევნებში ხელისუფლების მთავარი ოპონენტი იყოს. დღესაც მათ დაკარგული აქვთ ნავიგაცია, რაც რეალურ პოლიტიკაში წარმატებულ ოპოზიციურ პარტიას სჭირდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" აღარაა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მომდევნო არჩევნებში გახდეს სერიოზული ძალა და ოპონენტი სახელისუფლებო პარტიისთვის.

„მგონი, დიდი მეცნიერება არ სჭირდება იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ეს ნიშნავს, რომ უკმაყოფილოა და უარყოფითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო გუნდის მუშაობას, თუმცა, გუნდიც აღარ არსებობს - მიხეილ სააკაშვილმა ესეც უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება სიებიდან ამოღებას, არჩევნები მალე მოვა. ვინ ვის ამოიღებს სიიდან, ეს სერია წინ გვაქვს. რასაც ახლა ვხედავთ, სააკაშვილს, სიაში მყოფმა თანაპარტიელებმა ჩამოართვეს თანამდებობა, გავლენები, დიდწილად მედიაც და როგორც ჩანს, დაფინანსებაც. მიხეილ სააკაშვილს რა ბერკეტები რჩება, რომ საპასუხოდ ისინი სიიდან ამოიღოს, გაუგებარია. ეს ყველაფერი დიდ სურათში უნდა დავინახოთ - „ნაციონალური მოძრაობა" აღარაა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მომდევნო არჩევნებში გახდეს სერიოზული ძალა და ოპონენტი სახელისუფლებო პარტიისთვის, თუმცა ამის გამო მშვიდად არ უნდა იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო, რათა დაამტკიცონ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ, იყვნენ პასუხისმგებლობიანი და რეალური ოპოზიცია ხელისუფლებისთვის",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×