რეზონანსი
06.11.2023

პარტია, რომელსაც კეზერაშვილი მართავს, რა თქმა უნდა ფულს გაათეთრებს და მოახდენს არალეგალური გზებით თანხების მობილიზებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ძალიან საეჭვო და სასაცილოა, რომ ერთ დღეს, უცებ ოპოზიციური თვითმმართველობის ერთეულის რამდენიმე ათეულ თანამშრომელს მოუნდა და არადეკლარირებული ფული შესწირა პარტიას", - აღნიშნა დავითულიანმა.

წალენჯიხაში, მერიის თანამშრომლებმა ნაციონალურ მოძრაობას, ხუთ - ხუთი ათასი ლარი ჩაურიცხეს. „ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერჯერობით არ აქვთ საერთო პასუხი, რატომ გადაწყვიტა მათი პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობამ წალენჯიხის მერიასა და საკრებულოში, რომ ერთსა და იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×