რეზონანსი
06.11.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წალენჯიხის მერიის თანამშრომლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების ფაქტს გამოეხმაურა.

„ჩანს, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, არ ვიცი, ამას დეტალურად უნდა გამოკვლევა. ფაქტია, რომ „შავი ფული" ქართულ პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს და ასეთი საკითხები იმიტომაც ხდება ხოლმე საჯარო, რომ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეს ხდის პარტიების შემოსავალს და გასავალს და აქ გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომლითაც შეიძლება ასეთი დარღვევები გამოვავლინოთ. სამწუხაროდ, „ენჯეოების" შემთხვევაში, ჩვენ გვინდოდა სწორედ ასეთივე გამჭვირვალეობა ყოფილიყო და მაშინ ვნახეთ, რომ რამდენიმე დაინტერესებულმა „ენჯეომ" და დონორმა დეზინფორმაციული შტურმის შედეგად ჩაშალეს იმ [გამჭვირვალეობის შესახებ] კანონის მიღება, ამიტომ არ ვიცით რა [დაფინანსება] როგორ არის", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

წალენჯიხაში, მერიის თანამშრომლებმა „ნაციონალურ მოძრაობას" ხუთ - ხუთი ათასი ლარი ჩაურიცხეს. „ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერჯერობით არ აქვთ საერთო პასუხი, რატომ გადაწყვიტა მათი პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობამ წალენჯიხის მერიასა და საკრებულოში, რომ ერთსა და იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×