რეზონანსი
08.11.2023

ევროკავშირმა მორიგ ჯერზე დაადასტურა ის, რომ საქართველო მისთვის ძვირფასია , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ევროკომისიისგან პოლიტიკური დასტური მივიღეთ, იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

"დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცა დეკემბრის გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე დეკემბერი არ მოვიდოდა. ევროკავშირმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ საქართველო მისთვის ძვირფასია. მიგვითითეს პრობლემებზე, მოგვცეს შენიშვნები და დათქმები, მაგრამ პოლიტიკური დასტური მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია",- განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მივიდა იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილის მის მისალმებას უთხრას მადლობა.

"პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. სრულიად დამსახურებულად ეკუთვნის მას მადლობა. მოვედი იმისთვის, რომ მის მისალმებას ვუთხრა მადლობა და იმედი დავიტოვო, რომ ასეთივე პრინციპული და შეუქცევადი იქნება მისი მოქმედებები მომდევნო თვეების განმავლობაში" , - განაცხადა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×