რეზონანსი
08.11.2023

პრეზიდენტმა თუ მოახერხა და საზეიმო შეკრება მოაწყო, კანცელარიასთან ვერ მოხერხდებოდა, ან პარლამენტის წინ?! - მაგრამ როგორც ჩანს, არ ეზეიმება ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებაში" ალბათ, ბევრი დამწუხრებულია დადებითი რეკომენდაცია რომ მივიღეთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, თუ რამე შემაფერხებელი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო და არის „ქართული ოცნება" და მისი ლიდერების განცხადებები.

„ძალიან ზუსტად ხედავენ ვითარებას ქვეყანაში, ძალიან ზუსტად ხედავენ, სად იტყუება „ქართული ოცნება, რა არის გასაკეთებელი და ჩვენ ასე მზამზარეულზე არ მოგვცეს ეს დადებითი რეკომენდაცია, მკაფიო დათქმები გაგვიკეთეს და ევროკავშირმა გვითხრა, რომ ისინი თავს არ იტყუებენ.

ორი მთავარი რამის გამო მოგვცეს დღეს ჩვენ დადებითი რეკომენდაცია - პირველ რიგში, ეს არის ჩვენ ქვეყნის თავგანწირვა და მეორე არის რუსეთის ფაქტორი, რადგან იცოდნენ, რომ დადებითი რეკომენდაცია, რომ არ მოეცათ შეგვატოვებდნენ ამ გამძვინვარებულ რუსეთს, რომელიც ისედაც ვხედავთ როგორ გვექცევა, ხელაღებით ხოცავს და ფეხქვეშ თელავს ჩვენს ღირსებას.

თუ რამე შემაფერხებელი იყო და რჩება შემაფერხებლად ეს არის „ქართული ოცნება". პრესკონფერენციაზე გახსოვთ, ალბათ, როგორ იქცეოდა ღარიბაშვილი, ბორელს კინაღამ თითი ატაკა. დავალება მოგცეს, 12 რეკომენდაცია დაგავალეს 9 არ შეასრულე და მაინც ჩვენკენ გადმოდგეს ნაბიჯი, რადგან ჩვენს დამსახურებას ხედავს ამ ხნის განმავლობაში. პრეზიდენტმა თუ მოახერხა და საზეიმო შეკრება მოაწყო, კანცელარიასთან ვერ მოხერხდებოდა, ან პარლამენტის წინ?! - მაგრამ როგორც ჩანს არ ეზეიმება ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებაში" ბევრი, ალბათ, დამწუხრებულია დადებითი რეკომენდაცია რომ მივიღეთ. რომ ყოფილიყო კანცელარიასთან შეკრება აუცილებლად მივიდოდი. რა მნიშვნელობა აქვს „ქართულ ოცნებას" და მათ მხარდამჭერებს ხომ არ მიუღიათ დადებითი რეკომენდაცია, ყველამ მივიღეთ. ესეც კი აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებას ევროპისადმი", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×