რეზონანსი
10.11.2023

მინდა გითხრათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა საქართველოს მოვუტანეთ 8 ნოემბერი. ეს არის ნათელი განსხვავება იმ ბოროტ ძალასა და ნათელს შორის, სინათლეს, პროგრესსა და ქვეყნის ინტერესებს შორის"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღუდუშაური ევროკომისიის დათქმების შესახებ ოპოზიციის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „ოპოზიცია აღარ არსებობს და მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ ქვეყნის ინტერესებთან".

„ოპოზიცია აღარ არსებობს. ესენი არიან საკუთარი ქვეყნის მტრულად განწყობილი, ხელმოცარული, ე.წ. პოლიტიკოსები. მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ ქვეყნის ინტერესებთან. ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ ახალ რეკომენდაციებზე მუშაობას ისე აქტიურად, როგორც ეს მანამდე გავაკეთეთ. ჩვენი მთავარი სულისკვეთებაა, გადავდგათ თამამი, პრინციპული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის პროგრესი იყოს შეუქცევადი და ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც არის ევროპულ დიდ ოჯახში გაწევრება, იყოს მიღწეული. მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ოპოზიცია მორიგ ჯერზე უარს იტყვის საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების გატარებაზე. ესენი კვლავაც დარჩებიან ბოიკოტის რეჟიმში, როგორც აქამდე უწოდებენ მათ ამ მდგომარეობას, მაგრამ მათი ეს მდგომარეობა სინამდვილეში არა ბოიკოტი, არამედ რეალურად არის სუბრეალური მდგომარეობა. ესენი მოწყვეტილი არიან რეალობას, მოწყვეტილი არიან საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. ოპოზიცია არის დასრულებული. მე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რომ ამ ისტორიული, სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×