გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და აღნიშნა, რომ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანისთვის.
კანცლერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ "ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი ომისთვის".
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მან ასევე დასძინა, რომ ბრძოლები უკვე გაცილებით მეტხანს გრძელდება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი ელოდა.