რეზონანსი
10.11.2023

ახლო აღმოსავლეთშიც კრიზისია, რომელიც ძალიან საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტს საქართველოშიც. ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გამოსავალი არ ჩანს. ბევრი კონფლიქტია აფრიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ, ყველა ამ კრიზისისა თუ კონფლიქტის პასუხი და გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე" - გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კრიზისები აისახება ხალხზე, მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე.

„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. მინდა შევუერთდე ჩემს ძვირფას კოლეგასა და მეგობარს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მადლობის სიტყვებში და პრეზიდენტ მაკრონს მადლობა გადავუხადო ამ ფორუმის ორგანიზებისა და ჩვენი მოწვევისთვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ახსენა, მსოფლიოში ამჟამად ბევრი კონფლიქტი და გადაუჭრელი კრიზისია. ვისზე აისახება ეს კრიზისები? ხალხზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მოქალაქეებზე.

გაურკვევლობებისა და არაპროგნოზირებადობის პერიოდში ვცხოვრობთ. ასე მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი ვართ, რომელიც მიმდინარეა და რომლის დასასრულიც არ ჩანს. არც გამოსავალი ჩანს ჯერ. ახლო აღმოსავლეთშიც კრიზისია, რომელიც ძალიან საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტს საქართველოშიც. ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გამოსავალი არ ჩანს. ბევრი კონფლიქტია აფრიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ, ყველა ამ კრიზისისა თუ კონფლიქტის პასუხი და გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობა", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×