რეზონანსი
11.11.2023

რა თქმა უნდა, ხიფათი ისევ გვერდშია და ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ მთავარი ინსტრუმენტი - საზოგადოების სრული ინფორმირებულობა, მით უმეტეს, მაშინ, როცა რისკები იზრდება, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალამ" შესაძლოა პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ახალი განცხადებებიც გააკეთოს და პარტიის ჩამოყალიბების თემაც მომწიფდეს.

„რა თქმა უნდა, სასიხარულოდ და საზეიმოდ გვაქვს საქმე, როცა ბევრ სირთულეს თავი ისე გავართვით, რომ ამ ქაოსსა და აურზაურში არ შევედით და ბევრ ქვეყანასთან შედარებით, უფრო გონივრული პოლიტიკა ვაწარმოვეთ. შედეგად, მივიღეთ ის, რაც საზოგადოების დაკვეთა იყო. მაგრამ, ის განცხადებები, რაც რამდენიმე ევროპარლამენტარისგან ისევ წამოვიდა - სანქციების მოთხოვნა და დათქმები, თუ ეს არის ქვეყნის საზიანოდ, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი არჩევანი და გზამკვლევი ისევ არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები. ასე, რომ ისე მშვიდადაც არ უნდა ვიყოთ, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი ცუდი ჩავლილია. შესაბამისად, „ხალხის ძალა" შესაძლოა კიდევ უფრო ფხიზლად ვიყოთ, რადგან გამოცდილებაც უფრო მეტი გვაქვს და შესაძლოა, პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ახალი განცხადებებიც გავაკეთოთ, ვფიქრობ, რომ შესაძლოა პარტიის ჩამოყალიბების თემაც მომწიფდეს. ამაზე ერთმანეთთან კონსულტაცია გვაქვს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×