რეზონანსი
11.11.2023

„ცაჰალის" ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის" მეთაური აჰმედ სიამი, რომელსაც რანტისის საავადმყოფოში 1000-მდე ღაზელი მშვიდობიანი მოსახლე მძევლად ჰყავდა აყვანილი და ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოიერიშე თვითმფრინავმა მიიტანა იერიში ღაზაში მდება ალ-ბურაქის სკოლაზე, სადაც სიამი მის დაქვემდებარეში მყოფ მებრძოლებთან ერთად იმალებოდა.

„აჰმედ სიამი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ჰამასი" იყენებს ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად", - აცხადებენ „ცაჰალში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×