რეზონანსი
11.11.2023

დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების "ვალდებულებაა" უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში დაეხმარონ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების საშუალებას მისცემენ, მაშინ ევროპაში "ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება," რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და მთელ კონტინენტს.

„ვინაიდან, რა თქმა უნდა, ის, რასაც რუსეთი [უკრაინაში] შვება - ეს იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია," - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის "ჯერ არ მოვიდა დრო" რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, მაგრამ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×