რეზონანსი
11.11.2023

მთელი ორი წლის განმავლობაში, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან" ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე აღარც საჯაროდ ერიდებიან განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, „ქართული ოცნების" აპრიორ გამარჯვებას და ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ტყუილი ნარატივი პრორუსულობასთან დაკავშირებით ხუხულასავით იშლება", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×