რეზონანსი
11.11.2023

პარიზის მშვიდობის ფორუმზე ხაზი გაესვა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ მეტი და მეტი ადამიანი აღიჭურვება რწმენით, რომ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო თანამეგობრობის მისიების განხორციელებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი გახლდათ თავის შინაარსით, ფუნქციით, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება მსოფლიოში, თანამედროვე სამყაროსთვის განსაკუთრებულად აქტუალური საკითხი გახდა მშვიდობაზე ზრუნვა, მშვიდობაზე მუშაობა. ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ საქართველოს რეპუტაცია ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული ვითარება, მშვიდობიანი მდგომარეობა რომ წარმოადგენს ინტერესის საგანს მსოფლიოსთვის. ეს განაპირობებს ჩვენს მაღალ რეპუტაციას და, რასაკვირველია, ეს არის სასიხარულო ამბავი მთელი ქვეყნისთვის. ვახერხებთ, საუკეთესოდ წარმოვჩინდეთ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ მოხდა ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რაც რეალურად განაპირობებს ჩვენს საერთაშორისო ავტორიტეტს, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი როლი. სასიხარულოა, რომ მეტი და მეტი ადამიანი აღიჭურვება რწმენით, რომ საქართველო არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე თავისი პოტენციალით, შესაძლებლობებით საერთაშორისო თანამეგობრობის მისიების განხორციელებაში", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×