რეზონანსი
11.11.2023

განსასჯელის სკამზე, დაჯდება 57 წლის პედაგოგი, რომელსაც 13 წლის მოზარდთან, სექსუალური დანაშაულის ჩადენის მცდელობა ჰქონდა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სპორტის გაკვეთილზე მოხდა.

პედაგოგის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, თუმცა ამბავი სოფელში მალევე გავრცელდა. საქმეში უკვე დევს პედაგოგებისა და სკოლის დირექტორის ჩვენება. 57 წლის კაცს კი 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არასრულწლოვნის დედა "კურიერთან" დეტალურად იხსენებს, პედაგოგის მხრიდან მერვე კლასის მოსწავლის მიმართ სექსუალური დანაშაულის ჩადენის მცდელობის ამბავს. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სპორტის გაკვეთილზე მოხდა. მომხდარის შესახებ ოჯახმა მოგვვიანებით გაიგო. გოგონას მშობელი ყვება, რომ ბრალდებული მას ემუქრებოდა - ამბავი არავისთვის მოეყოლა. თუმცა ამის შესახებ კლასელებმა მალევე გაიგეს და ინფორმაციაც ასე გავრცელდა.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული 57 წლის სპორტის პედაგოგი პოლიციამ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით დააკავა. ბრალდებულის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს. კამერებთან საუბრობენ მხოლოდ მისი მეზობლები, რომლებიც ამტკიცებენ რომ წლების მანძილზე საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

მასწავლებლებმა და დირექტორმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს. 13 წლის გოგონასთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: რუსთავი2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×