რეზონანსი
11.11.2023

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა, რომ ჰეზბოლა "ახლოსაა მძიმე შეცდომის დაშვებასთან," რომელიც ბეირუთის მაცხოვრებლების მიერ საკუთარი სახლებიდან გაქცევით დასრულდება.

"ახლა ლიბანის მოქალაქეებს ვეუბნები, უკვე ვხედავ ღაზას მოქალაქეებს, რომლებიც თეთრი დროშებით სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან... ჰეზბოლა ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს, და ის შეცდომებს უშვებს. თუ ის ასეთ შეცდომებს უშვებს, ისინი, ვინც პირველ რიგში გადაიხდიან ფასს, არიან ლიბანის მოქალაქეები. რასაც ახლა ღაზაში ვშვრებით, ვიცით როგორ გავაკეთოთ ბეირუთში", - განაცხადა გალანტმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები თავისი რესურსების მეათედზე ნაკლებს იყენებენ ღაზას სექტორში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×