რეზონანსი
12.11.2023

ამ ოპოზიციისათვის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება კი არ იყო მთავარი საქმე, იმით კი არ ხარობენ, რომ სტატუსი მიიღო ქვეყანამ, მათი მოლოდინი იყო, რომ არ მიიღებდა ქვეყანა და ესკალაციის საშუალება მიეცემოდათ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიიღო ქვეყანამ ეს დადებითი რეკომენდაცია და ამით არ ხარობენ. ახლა ამით ცდილობენ, რომ მოძებნონ გარკვეული ფორმულირებები იმისათვის, რომ კვლავ მოახერხონ შეძლებისდაგვარად ქვეყანაში ვითარების ესკალაცია. ევროკომისიამ თავის დასკვნაში ნათლად ასახა როგორც ქართველი ხალხის მისწრაფება, ასევე ამ ხალხის მიერ არჩეული მთავრობის გადადგმული ნაბიჯები და კონკრეტული პროგრესი", - განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×