რეზონანსი
12.11.2023

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალდება უკვე წარედგინათ.

ადვოკატის განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იქნება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრ ტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე გუშინ დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×