რეზონანსი
12.11.2023

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 627-ე დღეს, ხერსონის გათავისუფლებიდან ერთი წლისთავზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდაცვის ძალები რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას სათანადოდ უპასუხებენ.

"დღეს არის ხერსონის გათავისუფლების წლისთავი. მადლობელი ვარ მათი, ვინც იბრძოდა უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი უშიშროებისა და თავდაცვის ძალები უპასუხებენ რუსეთის ჯარის იერიშებს ხერსონსა და მის სოფლებზე - იმგვარად, როგორც ეს ყოველთვის ხდება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1100 დამპყრობელი და 7 ტანკი გაანადგურეს. ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×