რეზონანსი
12.11.2023

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადებისთვის დაკავებულ ორივე მამაკაცს - რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ორივე ბრალდებულის მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი. კერძოდ, არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანასთან და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით", - აცხადებს საქმის პროკურორი.

ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და დროშა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×