რეზონანსი
12.11.2023

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 63 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 64-ჯერ გახსნეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის დამცველებსა და რუსულ საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ამასთან, რუსულმა ძალებმა ავიადარტყმები განახორციელეს სუმის ოლქის ჩუიკიევკას დასახლებაზე, ხარკოვის ოლქის კისლივკას, სტეპოვა ნოვოსელივკას, კოპანკის, პეტროპავლივკას დასახლებებში, ლუგანსკის ოლქის სერებრიანსკის და ბილოჰორივკას დასახლებებში, დონეცკის ოლქის სივერსკის, სპირნეს, ტერნის, ნოვობახმუტივკას, კლიშჩიივკას, ანდრიივკას, ნოვოკალინოვეს, ოჩერეტინეს, ავდიივკას, ორლივკას, ლასტოჩკინეს, ჰეორჰიივკას, მარინკას, ნოვომიხაილივკას, კატერინივკა, უროჟაინი, სტარომაიორსკე და შახტარსკი დასახლებებში, ზაპოროჟიეს ოლქის რობოტინოს დასახლებასა და ხერსონის ოლქის ტიაჰინკას დასახლებაზე.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 120-ზე მეტი დასახლების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების კუთვნილი ორი საარტილერიო სისტემის, თავმოყრის 8 ადგილის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკისა და საჰაერო თავდაცვის ორი სისტემის წინააღმდეგ 10 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×