რეზონანსი
12.11.2023

ისეთი შემთხვევაა, როცა მან [თამაზ გინტური] დაამარცხა ის მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად იმ ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე?! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ამასთან ბოდბელი მიტროპოლიტი კირბალში მომხდარსა და ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ერთმანეთს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ „ოკუპანტი შეეცადა გავემწარებინეთ".

„ასევე მოხდა ის ამბავი, რომ რეკომენდაცია გაიცა. მკვლელობა ხდება, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში უნდა განაცხადონ რეკომენდაცია. ოკუპანტი შეეცადა გავემწარებინეთ, მაგრამ ვნახეთ, რომ როგორც წმინდა გიორგი ვერ დაამარცხეს სიკვდილით, როგორც სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა მაცხოვარმა, ასევე მონა ღვთისამ, თამაზმა სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×