რეზონანსი
12.11.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ღაზის სექტორში, ალ-შატის ბანაკში, ისრაელელი ჯარისკაცები შეტევას განაგრძობენ, - ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

IDF-ის თქმით, ერთ-ერთი შემთხვევისას ჯარისკაცებმა შენობაში მშვიდობიანი მოსახლეობა შენიშნეს და მათ ევაკუაციაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც „ჰამასის" ტერორისტებმა ცეცხლი გახსნეს. ჯარისკაცებმა მათზე საპასუხო იერიში მიიტანეს და ტანკების დახმარებით გაანადგურეს. საბოლოოდ, ისრაელელმა სამხედროებმა მოსახლეობას ტერიტორია მშვიდობიანად დაატოვებინეს.

მათივე თქმით, საჰაერე და სამხედრო ძალების საერთო მუშაობით სხვა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს და „ჰამასის" იარაღის საწყობი გაანადგურეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×