რეზონანსი
12.11.2023

დაე, იარაღები გაჩუმდნენ, ისინი ვერასდროს მოიტანენ მშვიდობას, დაე, კონფლიქტი არ გავრცელდეს - კმარა ძმებო, კმარა! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა გაიზარდოს და ასევე, ღაზაში მყოფი მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

„ღაზაში დაჭრილებს სასწრაფოდ უნდა დაეხმარონ, თავშესაფრები უნდა იყოს დაცული, მეტი ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეგზავნოს მოსახლეობას, მძევლები უნდა განთავისუფლდნენ", - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ „ჰამასის" მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის ბევრი მოხუცი და ბავშვია.

„ყოველი ადამიანი, იქნება ეს ქრისტიანი, ებრაელი, მუსლიმი, თუ ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ღვთის თვალში ძვირფასია და უფლება აქვს, მშვიდობიანად იცხოვროს", - აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, ბევრს ლოცულობს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის.

"ნუ დავკარგავთ იმედს. ვილოცოთ, ვიმოქმედოთ დაუღალავად, რათა ადამიანურმა გრძნობამ გულქვაობას სძლიოს", - აღნიშნა რომის პაპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×