რეზონანსი
12.11.2023

ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში. რასაკვირველია, ეს სერიოზულ გაწბილებას იწვევს რადიკალურ ოპოზიციაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ხალხი არის სწორედ წყარო ხელისუფლების. ხალხმა სწორად გადაწყვიტა. 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოაგებინა „ნაციონალურ მოძრაობას" და რეს მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანია ვიღვწოდით. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში. რასაკვირველია, ეს სერიოზულ გაწბილებას იწვევს რადიკალურ ოპოზიციაში, ვინაიდან დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

რადიკალების ნაწილი ამ დრომდე ირწმუნება, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გაუკეთებია. მმართველ გუნდში, კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლას, თუმცა მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმები ვერ განხორციელდება.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×