რეზონანსი
12.11.2023

დიახ, ევროკომისიამ ჩათვალა, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა სახელმწიფომ შეასრულა, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, დეპოლარიზაცია რადიკალების ხელშეწყობის გარეშე არ გამოვა.

„მეათე არის დეოლიგარქიზაცია, რომელზეც კანონპროექტი ჩვენ მზად გვაქვს. უბრალოდ, ევროკომისია ამბობს, რომ არ მიიღოთ, ევროკავშირი გვეუბნება, იქნებ მიიღოთო. ჩამოყალიბდებიან და როგორც იქნება აუცილებელი, ისე მივიღებთ. შემდეგი რეკომენდაცია არის დეპოლარიზაცია, რომელიც ბუნებრივია, ამ რადიკალების ხელშეწყობის გარეშე არ გამოვა. თვითონ მავნებლობდნენ, ერთმანეთი ამხილეს და ახლა რა ქნან? ნაწილი ცდილობს გადარჩეს, ნაწილი ისევ ძველ ნარატივს ებღაუჭება", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×