რეზონანსი
12.11.2023

კარგია, რომ გამოიკვეთა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში არანაირ როლს რომ არ ასრულებს, პირიქით, ის არღვევს კონსტიტუციას და ხელს უშლის ხელისუფლების აღებულ კურსს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ სი ძინ პინთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

„კარგია, რომ გამოიკვეთა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში არანაირ როლს რომ არ ასრულებს, პირიქით, ის არღვევს კონსტიტუციას და ხელს უშლის ხელისუფლების აღებულ კურსს. მართლაც რაღაც ოფიციალური კუთხით შემხებლობა რომ ჰქონოდა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის საგარეო კურსთან და პოლიტიკასთან, მას რა თქმა უნდა, ქვეყნის დაზიანების შესაძლებლობა ჰქონდა. ამიტომაც არის გასაგები, რატომ არ ენდობიან მას და რატომ არ აძლევს ხელისუფლება მას ნდობის მანდატს", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტზე გაკეთებული განცხადება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. „ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიას მისცა ინტერვიუ. ინტერვიუს დროს ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის და ჩინეთის ლიდერების გასამართლებაზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, თუმცა ამის იმედი არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×