რეზონანსი
12.11.2023

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის განცხადებით, ისრაელმა ღაზის სექტორის ოკუპაცია უნდა განახორციელოს.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ნათელია, რომ როდესაც ისრაელის მტრები კარგავენ ტერიტორიებს, ისინი ომს აგებენ, რაც დადასტურდა 1948 და 1967 წლებში.

„ჩვენ თუ სრულად ვაკონტროლებთ, ეს შეაკავებს ჩვენს მტრებს და გადასცემს გამარჯვების გზავნილს და, უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებას მისცემს ღაზის სექტორის მცხოვრებლებს დაბრუნდნენ სახლში", - განაცხადა იტამარ ბენ გვირმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა, ბენ გვირმა უპასუხა, რომ „ომის შემდეგ ამ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×