რეზონანსი
12.11.2023

გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8,5 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს - ინფორმაციას Bloomberg და Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ უკვე მიიღო და პარლამენტმა შესაძლოა მომავალ კვირაში დაამტკიცოს.

თუ ბუნდესტაგი მმართველი კოალიციის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, გერმანიის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2,1%-მდე გაიზრდება და გადააჭარბებს ნატოს ყველა წევრი ქვეყნისთვის რეკომენდებულ 2%-იან სამიზნე სამხედრო ხარჯებს.

გერმანია უკრაინის უდიდესი სამხედრო სპონსორია ევროპაში და მეორეა მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×