რეზონანსი
12.11.2023

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის Langone Health ქირურგებმა მსოფლიოში პირველებმა განახორციელეს ადამიანის თვალის კაკლის ტრანსპლანტაცია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია ნახევარი წლის წინ, 46 წლის ელექტრიკოსს, აარონ ჯეიმს გაუკეთეს. მუშაობისას ის სახით შეეხო ძაბვის ქვეშ მყოფ სადენს, რის გამოც დაკარგა მარცხენა თვალი, ხელი და სახის ნაწილი.

ოპერაცია 21 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მას 140 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი აკეთებდა. ტრანსპლანტაციამ ჯეიმსს მხედველობა არ დაუბრუნა, თუმცა ექიმები ამას მაინც დიდ გარღვევად მიიჩნევენ.

„თვითონ ის ფაქტი, რომ თვალის გადანერგვის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია განვახორციელეთ წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. კაცობრიობა ამაზე საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდა, თუმცა აქამდე ეს ვერავინ შეძლო“, - განაცხადა ექიმმა ედუარდო როდრიგესმა.

ჯეიმსის ორგანიზმმა ახალი ორგანო კარგად მიიღო - სისხლძარღვები მასში სწორად ფუნქციონირებს. ამასთან, კაცმა წინასწარ იცოდა, რომ გადანერგილ თვალში მხედველობა არ აღუდგებოდა, თუმცა ოპერაციას მაინც დათანხმდა, რათა ქირურგებს სათანადო გამოცდილების მიღება შეეძლოთ, რომ მომავალში სხვებს დაეხმარონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×