რეზონანსი
12.11.2023

მას შემდეგ, რაც საქართველო ოფიციალურად გაიფორმებს კანდიდატის სტატუსს, დავიწყებთ პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობს, რათა გავხსნათ დიალოგი მოლაპარაკებების ფაზაში გადასასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, რომელთათვის ევროკავშირის წევრობაც გარდაუვალია.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პროცესი არის ძალიან რთული, დროში გაწერილი და შესაბამისად, მოიცავს სხვადასხვა ფაზას. ეს ფაზები ზოგიერთი ძალიან რთული, კომპლექსურია და ა.შ. კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არის ისტორიული, რადგან საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადი გახდა.

კანდიდატის სტატუსით საქართველო ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, რომელთა ევროკავშირის წევრობაც გარდაუვალია. რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს, მით უფრო კომპლექსური ხდება ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი ევროკავშირთან. უფრო მასშტაბური ხდება რეფორმები და უფრო მეტ აქსელერაციას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ბევრი რამ გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ. ცალსახად და ღიად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველო ამ პროცესში იყოს დინამიკური, გვქონდეს კონკრეტული შედეგები. პროცესი ჯერ არაა დასრულებული, რადგან 15 დეკემბერს ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოდან.

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ ევროკომისიის რეკომენდაციებზე. მას შემდეგ, რაც საქართველო ოფიციალურად გაიფორმებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენ დავიწყებთ პარტნიორებთან აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს, რათა გავხსნათ დიალოგი მოლაპარაკებების ფაზაში გადასასვლელად, დაიწყოს თავების გახსნა საბოლოო მიზნის მისაღწევად. მოლაპარაკებები უკვე საბოლოო ფაზაა, რომლის შემდეგაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×