რეზონანსი
13.11.2023

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებისას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა.

„ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით. ისინი, რომლებიც იძახოდნენ, რომ ძალიან კარგია ესო, იმათმა დაიწყეს მანამდე ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა თავისი ძალისხმევით ერთად მოიპოვა.

ხელისუფლებას ეძახიან რუსს და რა არის რუსობა ან რა არის საქართველოს მტრობა? როგორც ამბობდნენ თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა იქნებოდა და ვინ დადიოდა და ვინ იძახოდა უცხოეთში, რომ არ არიან მისაღებიო? კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ, მოპარული ფულით, საქართველოდან გატანილი ფულით, ნაძარცვი ფულით, თვითონ რუსის ბიზნესმენები. თან რუსებს აგინებენ… ევროპის ფულიც უნდათ, რუსების ფულიც უნდათ” - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×