რეზონანსი
13.11.2023

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის კანდიდატის სტატუსისადმი დამოკიდებულება შეაფასა:

„არ მგონია ამ ისტერიკიდან გამოვიდნენ, რომელიც დაემართათ მას შემდეგ, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო. დღეს მთელი ძალები და მთელი პროპაგანდა მიმართულია იმ ნარატივისკენ, რომ „ხალხმა მიიღო და მთავრობას არ ეკუთვნოდა“.

ხალხის არჩეულია მთავრობა და ის ამოცანები, რაც ხალხმა დაუსახა, რა პროგრამაც ხალხს შესთავაზა მთავრობამ, ის ამოცანები სრულდება. ძალიან პრიმიტიული ფორმულაა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, იმდენად უსუსურია ეს სიბრაზე და აღშფოთება, რომ ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობაც. საერთაშორისო დონეზეც უნდათ გაიტანონ რაღაც გაურკვეველი ფორმულები, რომელიც დამაზიანებელია, თუმცა იქაც ყველაფერი გარკვეულია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×