რეზონანსი
13.11.2023

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ევროკომისიის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაცემული რეკომენდაცია შეაფასა. იან ლიპავსკის თქმით, ჩეხეთი ამ რეკომენდაციებს მხარს უჭერს.

„დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერდით რეკომენდაციებს. ვფიქრობ ძალიან კარგი ახალი ამბავი იყო უკრაინელი, მოლდოველი და ასევე ქართველი ხალხისთვის. ვფიქრობ მკაფიო პროცესია, ყოველთვის მარტივია გაგება იმისა თუ რა არის გასაკეთებელი და შესასრულებელი. მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა ლიპავსკიმ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×