რეზონანსი
14.11.2023

"ეხო კავკაზა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ინფორმაცია რუსეთის ქალაქის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.

განრიგში აღნიშნულია, რომ რეისები 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

მედია წერს, რომ მანამდე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის "ტელეგრამის არხზე" გავრცელდა ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მაჰაჩყალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს შორის (12 დეკემბრიდან) შორის.

კომპანიას და რუსეთის ხელისუფლებას ჯერ აღნიშნულზე განცხადება არ გაუკეთებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×