რეზონანსი
15.11.2023

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას," ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანამხად, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას" პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (3% მეორე არჩევნად).

რაც შეეხება სხვა პარტიებს:

„ საქართველოსთვის" - 4 % (4 % მეორე არჩევანი)

„სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% (4% მეორე არჩევანი)

„ხალხის ძალა" - 1% (5% მეორე არჩევანი)

„ლელო" - 2% (4% მეორე არჩევანი)

„გირჩი" - 3% (2 მეორე არჩევანი)

გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)

„ლეიბორისტული პარტია" - 2% ( 3% მეორე არჩევანი)

„მოქალაქეები" - 2% ( 2% მეორე არჩევანი)

„ხალხისთვის" - 2% (1% მეორე არჩევანი)

„პატრიოტთა ალიანსი" - 1% (1% მეორე არჩევანი)

„კონსერვატიული მოძრაობა" - „ალტ იფნო" - 1% (1% მეორე არჩევანი)

„ევროპული საქართველო" - <1% (1% მეორე არჩევანი)

სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)

გამოკითხვის მონაცემები 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გროვდებოდა და მასში მონაწილეობა 1,200-ზე მეტმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირმა მიიღო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×